
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ხოლო ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა. პრემიერმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კონსტანტინე ქვაჩაკიძე 2000 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს










