
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. 1998 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს და 1998 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










