
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ი – რუსთავში დაკავებულია ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული





