
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდნენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის, კომიტეტის წევრების, ლევან მაჭავარიანისა და ანტონ ობოლაძის შემადგენლობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების









