
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ინდოეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1997 წელს დაბადებული ინდოეთის მოქალაქე ვ.გ. დააკავეს. დაკავებული ვ.გ. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით










