• October

    2

    2025
  • 95
  • 0
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი – 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც სხვადასხვა დროს დასაქმებული იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor