
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი – საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქცის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo (CIIE)) საქართველოს საგამოფენო სივრცე დაათვალიერა. წელს საქართველო, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყანა, სამი პავილიონით არის წარმოდგენილი და ჯამში, 1000 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. როგორც მინისტრმა განაცხადა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი










