
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს სამი კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს-ს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი სამ სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით რეგულაციების გადახედვას ითვალისწინებს. დარახველიძის განმარტებით, აღნიშნულ რეგულაციებს საფუძვლად უდევს შესაბამისი კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. „ცვლილებები ეხება სამი კატეგორიის იარაღს. აკუსტიკურ იარაღს, რომლის დანიშნულებაა და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენებში, სპორტულ ღონისძიებებსა და კინოგადაღების დროს










