
გოჩა არჩაია : “გომელაური მოქეიფე კაცია, ლოთბაზარაა…. იმ თქვენ “ვარსკვლავიან” მაღალჩინოსანს კი, გამბედაობა არ ჰყოფნის…”
გოჩა არჩაია : “გომელაური მოქეიფე კაცია, ლოთბაზარაა…. იმ თქვენ “ვარსკვლავიან” მაღალჩინოსანს კი, გამბედაობა არ ჰყოფნის…”
სიტყვის თავისუფლება მაგიური მცნებაა. მართლაც, ყველა ადამიანს, როცა მას სიტყვიერად შეეხები, აქვს უფლება გიპასუხოს; და თუ მას არ აქვს ტრიბუნა, შენ, რომელმაც ის არასახარბიელოდ მოიხსენიე, ვალდებული ხარ, მოუსმინო და მისი პოზიცია გააცნო შენს მკითხველს. ( იხ წინა წერილები : ,, მუქარა პოლონეთიდან და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მდუმარება “?, ,, მუქარა პოლონეთიდან, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გაურკვველობა და დუშეთის სამმართველოს გაოცება” ?! ).
პოლონეთიდან დაგვიკავშირდა გოჩა არჩაია, გთავაზობთ მის ინტერვიუს.
– ვინ ხართ სინამდვილეში, დათა ახალაიას დროინდელი ყოფილი თანამშრომელი ? მოკლედ, ვინ არის გოჩა არჩაია ?
– ეს კითხვა არ დამისვათ. მე ვემსახურებოდი და ვემსახურები სამშობლოს. ერთიან ძლიერ ქვეყანაზე ვოცნებობ.
–იცნობთ თუ არა ზაქარია ქუცნაშვილს ?
-არა. ისე გამიგია და საერთო ნაცნობი გვყავს.
–ანუ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია?
–ზაქარიამ არ იცის, რომ ვიცი მასზე ყველაფერი ჩემი ძმად ნაფიცისგან. მის სახელს და გვარს ნუ მკითხვათ, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, წესიერი ოჯახია. ზაქარიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.
– პირადად მე შემთხვევით გამიცანით ?
–შემთხვევით არაფერი ხდება. მე არ ვნანობ, რომ გაგიცანით. თქვენი სახით წესიერი, კარგი ოჯახი შეემატა ჩემს სანაცნობოს.
–დავუშვათ მეც არ ვნანობდი, სანამ არ ახსენეთ აფეთქება…
-ოხ, ეს აფეთქება! აი, როგორ აგაფეთქებდით 4000 კმ-დან. ან რისთვის? თქვენ კიდევ გჯერათ, რომ მე ამფეთქებელი ვარ? ვინც მართლა ასაფეთქებელი მყავს ის არ ამიფეთქებია.
–მე არ ვენდობი ადამიანებს. ეს ნაკლია ?
-ეჭვიანი ხართ.
–მოდიხართ 20 სექტემბერს ?
-ვაპირებ, დიახ.
–რა პოზიციაზე მუშაობდით “კახურ ტრადიციულ მეღვინეობაში”?
-არც ერთზე.
–აბა, მაგ ფირმაში, რატომ გიფიქსირდებათ ხელფასი?
-მე პოლონეთში ვარ. გაქცეული გგონივართ ? ჩემს პიროვნებას იკვლევთ ? აქ ტურისტებს ვიზიდავ. დავაინტერესე სერიოზული ხალხი საქართველოთი, ჩემი კუთხით. უკვე გეგმავენ ვიზიტს.
–თავად თუ იცნობთ იმ მაღალჩინოსანს “ვარსკვლავებს” რომ აყლაპებთ ?
–მე კი, ის არა. “პაგონების” ახევას არ უნდა ნაცნობობა და ახლობლობა. იმედია, გამოასწორებენ. “ოცნება” “ნაცების” გარეშე. ქამრები დარიგებულია, გაიკეთონ. პიკზეა ხალხი. აბნეული, იმედგაცრუებული ხალხი რას იზამს ოქტომბერში არავინ იცის. გუნდის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა თქვენი მაღალჩინოსანი მეგობარი. მე თუ ვიცი, მან არ იცის ვინ ვინაა ?გამცემი და მოღალატე ყველგან მოღალატეა.
–რა შეუთვალეთ მაღალჩინოსანს, ძაღლის სურათი რომ გაუგზავნეთ ? ან რატომ ემუქრებით, რას ითხოვთ მისგან ან რა უფლებით ?
-ძაღლი ერთგულია. ერთგულების ნიშანი იყო.
–ამტკიცებთ, რომ ამ ადამიანზე ფირი აქვთ ნაცებს ? თქვენ ჩირქს სცხებთ ამ ადამიანს, ამას აცნობიერებთ ?
–დიახ. ერთგულებას ვითხოვ და სიმართლეს მისგან და ყველას ლუსტრირებას. იმ მოღალატეების, ვინც ისევ ჰყავს შეფარებული. არ გაგიგიათ ფრაზა “ძაღლივით ერთგულიო” ? არის ერთგული, მაგრამ მიხედოს საქმეს. გამბედაობა დაამატოს და მორჩა!
–გომელაურს ლოთბაზარად მოიხსენიებთ…
–გომელაური მოქეიფე კაცია. ლოთბაზარა ცუდს არ ნიშნავს, ლამაზად მოსაუბრეს ნიშნავს. ხომ საუბრობს ლამაზად. ისე ლამაზად დაახვევინოს “ნაცებს” და მაშინ იქნება ბიძინას ერთგული. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.
–საჩივართან დაკავშირებით, რას აპირებთ ?
-საჩივარი შეიძლება ათასი იყოს. არგუმენტი, ფაქტი, მოტივი, გაქვთ რამე ? თქმა ერთია, მოქმედება მეორე. დაველოდოთ ამფეთქებლის დაკითხვას. ჩემზე მეტი კითხვები თქვენთან ექნებათ და ბატონ კორძაძესთან.
P . s დღეს დაგვიდასტურეს, რომ საქმემ ჩააღწია დუშეთის რაიონის სამმართველოში, ზედამხედველობას გაუწევს მცხეთა-თიანეთის რაიონის პროკურატურა, სადაც როგორც ცნობილია, ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დღემდე ბატონ პატრონია…
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა კონფიდენციალური წყარო ძალოვანი უწყებიდან და გვითხრა, რომ გოჩა არჩაია დათა ახალაიას ყოფილი ნასედკაცაა….
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი





