• September

    9

    2024
  • 53
  • 0
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინის საკითხზე რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინის საკითხზე რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს. ეს განცხადება ლავროვმა რუსეთ-სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „ზელენსკის ფორმულას“ არასოდეს უყურებდა სერიოზულად და მხოლოდ „უკვირს, რომ ვინმეს კიდევ შეუძლია ამაზე წამოგება“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს.ლავ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor