• September

    12

    2024
  • 85
  • 0
შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ვეღარაფერი თქვეს, ხვდებიან, რომ ეს სია მათ საბოლოოდ დამარცხებს

შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ვეღარაფერი თქვეს, ხვდებიან, რომ ეს სია მათ საბოლოოდ დამარცხებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო სია არის მათი დამარცხების სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

„ჩვენს საარჩევნო სიის პირველ ოცეულს რაც შეეხება, ნახეთ, რომ ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია. სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის გაუხარდათ, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში. გაუხარდათ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია და ესეც არის გზავნილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას, არ დარჩნენ სახლში, გამოვიდეს ყველა. 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა, თუ იქნება სხვა ხალხების, სხვა, უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი, თუ იქნება ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციისგან, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებულია გარე ჯგუფს. ხედავთ, რომ ისინი საარჩევნო კამოანიასაც კი გარეთ ატარებენ და გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას. დღე არ გადის, რომ ვიღაცამ რაღაც არ თქვას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც იცლიან, რომ ჩვენს ოპოზიციას სალაპარაკოდ თემები მისცენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor