• September

    12

    2024
  • 83
  • 0
ალექსანდრ ლუკაშენკო – ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ მათ ევროკავშირში მოუნდათ შესვლა

ალექსანდრ ლუკაშენკო – ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ მათ ევროკავშირში მოუნდათ შესვლა

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ მათ ევროკავშირში მოუნდათ შესვლა, – ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „მხარს უჭერს სომხეთთან კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებას“.

„კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ, როგორც ადრე, ყველა ნაკლოვანებისა და ნიუანსის მიუხედავად, გვექნებოდა კეთილი ურთიერთობები სომხეთთან. დამიჯერეთ, ამაში ჩვენი ბრალეულობა აბსოლუტურად არ არის. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, ჩვენ ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, ყველანაირად ვეხმარებოდით. მაგრამ, აი, ხედავთ, მათ მოუნდათ დასავლეთი, ევროკავშირი. რა დასავლეთი? ჩვენ არ ვართ დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ხედავთ მათ პოლიტიკას. ხვალ ახალი ხელმძღვანელობა მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, თუნდაც ძველი ახალი. შეხედეთ, სულ სხვა პოლიტიკა იქნება. მათ ასეთი ჩვევა აქვთ, გეტყვიან: „თქვენ ვინ ხართ? ჩვენ თქვენ არ გიცნობთ“. „როგორ არ გვიცნობთ, ჩვენ ხომ თქვენთან ვმეგობრობდით, თქვენ ჩვენ იარაღს გვაწვდიდით“. „არა, ეს ჩვენ არ ვიყავით“. სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია. უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor