• September

    16

    2024
  • 91
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი დახვედრისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ ის, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ამგვარად მოვახერხეთ, სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი შეგვექმნა ეფექტური კონტაქტებისა, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც საერთო პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor