• September

    18

    2024
  • 71
  • 0
მეთიუ მილერი – აშშ-ს წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია ლიბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ, მაგრამ ზოგადად, მხარს ვუჭერთ ოპერაციებს, რომლებიც მიმართულია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ

მეთიუ მილერი – აშშ-ს წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია ლიბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ, მაგრამ ზოგადად, მხარს ვუჭერთ ოპერაციებს, რომლებიც მიმართულია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ არის პასუხისმგებელი ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები აგროვებს ინფორმაციას აფეთქებასთან დაკავშირებით, ამიტომ, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

„შეერთებული შტატები მომხდარში ჩართული არ ყოფილა. შეერთებულ შტატებს წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ. მინდა, ძალიან ნათლად განვაცხადო, რომ არ ვისაუბრებ კონკრეტულ დეტალებზე ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ კვლავ ვაგროვებთ ინფორმაციას ამის შესახებ. მაგრამ ზოგადად, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპერაციებს, რომლებიც მიმართულია „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც განაგრძობენ ტერორისტულ თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, ლიბანში მომხდარი პეიჯერების აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, ხოლო 2 800-მდე ადამიანი დაშავებულია. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. გაერო-ში აცხადებენ, რომ ლიბანის მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor