• September

    22

    2024
  • 87
  • 0
საქართველოს, წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა

საქართველოს, წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა

23-24 სექტემბერს საქართველოს, წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა, რათა შეაფასონ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

დელეგაციას იულიან ბულაი უხელმძღვანელებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთანაც.

დელეგაცია ვიზიტის დასასრულს განცხადებას გააკეთებს.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor