• September

    24

    2024
  • 70
  • 0
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათ მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

მისივე განმარტებით, ახალგაზრდების როლის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება 2024 წლის პირველი იანვრიდან გახდა. კანონის მიხედვით, ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთანაა გათანაბრებული.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor