• September

    25

    2024
  • 54
  • 0
სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე: 1991 წელს დაბადებული ა. ა., 1994 წელს დაბადებული ბ. რ., 1981 წელს დაბადებული ა. ნ., 1991 წელს დაბადებული ს. ა., 1986 წელს დაბადებული ქ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ლაგოდეხის სამმართველოს, სასაზღვრო სექტორის მაწიმის დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor