
აუსრულდა ოცნება ოპოზიციას….თუმცა ფრთხილად იყვნენ აგრესიულ ლიბერალურ ძალებს ამოფარებულები – მათი განკითხვის დროც ახლოვდება !
აუსრულდა ოცნება ოპოზიციას – შტატებში ხმამაღლა ალაპარაკდნენ ქართველი ქველმოქმედის და ალტრუისტის დასანქცირების თაობაზე, საქართველის პრემიერ-მინისტრი კი ბაიდენმა ვიზიტზე არ მიიღო…
რაღა ომის პირდაპირი გამოცხადება და, რაღა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა – არ გინდოდათ ჩვენს ჭკუაზე, გეთამაშათ ? არ ისურვეთ რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნა ? არ დაუჭირეთ მხარი ლგბტ პროპაგანდას და გეიქორწინებებს ? გვეურჩებით, ხომ ? აწი რაც დაგემართებათ, საკუთარ თვითნებობას დააბრალეთ. ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თქვენი პატრონები, ხოლო პატრონის წინააღმდეგ წასვლა ისჯება…
აშშ-ც არჩევნებისთვის ემზადება. დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის ვინ გაიმარჯვებს, რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, ჩვენს მომავალსაც განსაზღვრავს… ტრამპის შესახებ ასე თუ ისე, ცნობილია. რაც შეეხება ჰარისს, ის თავგამოდებული მარქსისტი და სოციალისტური იდეების მიმდევარია. ტიმ უოლცთან ერთად… ნახევარი ამერიკა კამალას უჭერს მხარს, ნახევარზე მეტი ტრამპს, მაგრამ ვის ახსოვს ბაიდენი გაჭირვებული ზელენსკის გარდა ?
აფრიალინ სანქციები რამდენიც უნდათ. აშშ-იც და საქართველოშიც დაგეგმილი მოსალოდნელი არჩევნები გაარკვევს მტყუანსა და მართალს და ბევრ ,,ცოდვას და მადლს,, ჩამოწერს…
ფრთხილად იყვნენ აგრესიულ ლიბერალურ ძალებს ამოფარებული ოპოზიციონერები და არასამთავრობოები – მათი განკითხვის დრო ახლოვდება !
,, Geo News “





