• September

    26

    2024
  • 56
  • 0
ემანუელ მაკრონი – ლიბანში ომი არ უნდა იყოს, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ესკალაცია, ხოლო „ჰეზბოლამ“ რაკეტის გაშვება

ემანუელ მაკრონი – ლიბანში ომი არ უნდა იყოს, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ესკალაცია, ხოლო „ჰეზბოლამ“ რაკეტის გაშვება

საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„საფრანგეთი გააგრძელებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაშია, რათა უკრაინა გაძლიერდეს, იყოს საფრთხისგან დაცული და მოიპოვოს სამართლიანობა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და მოუწოდა ისრაელსა და „ჰეზბოლას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება ლიბანში, ომის დაწყების შეჩერების მცდელობის ფარგლებში.

„ლიბანში ომი არ შეიძლება და არ უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ესკალაცია ლიბანში, ხოლო „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს რაკეტის გაშვება ისრაელში“, – განაცხადა მაკრონმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor