• September

    26

    2024
  • 58
  • 0
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ იორკში შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც იხსნის უკრაინელების სიცოცხლეს და ეხმარება ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.

ზელენსკიმ ბაიდენს გააცნო ფრონტზე არსებული ვითარებაც.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს 26 სექტემბერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა „დიდი შვიდეულის“ და უკრაინის სპეციალურ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის აღდგენას.

შეგახსენებთ, რომ 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor