• September

    27

    2024
  • 56
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს სრული ძალით

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს სრული ძალით

ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს სრული ძალით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიუ იორკში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.

„ჩემი პოლიტიკა, ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენ ვაგრძელებთ „ჰეზბოლას“ დარტყმას მთელი ძალით და არ გავჩერდებით, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს. პირველ რიგში, ჩრდილოეთში მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ და მისი მოკავშირე ათი ქვეყანა მოითხოვს 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, რათა თავიდან აიცილონ რეგიონული ომის გაჩაღება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor