• September

    28

    2024
  • 59
  • 0
ირაკლი  კობახიძე – 2012 წელს ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, მათი  მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, მათი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

2012 წელს კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა,რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა.

„2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის – ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor