• September

    15

    2026
  • 2
  • 0
„ევრონიუსი“ – საფრანგეთი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს

„ევრონიუსი“ – საფრანგეთი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს

საფრანგეთი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ოფიციალურ პირებზე და დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პოზიციამ გაართულა ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების განახლების პროცესი. ეს სანქციები ვრცელდება თითქმის 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი. ჩიხური სიტუაცია თავდაპირველად სლოვაკეთმა განაპირობა, რადგან ქვეყანა, უკვე დიდი ხანია, სხვა მიზეზით ითხოვს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას.

„საფრანგეთი პოზიციას არ თმობს, თუმცა ეს სრულიად არასწორ სიგნალს გააგზავნიდა არასწორ დროს. დარწმუნებული არ ვარ, რა შეიცვლება ერთ კვირაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor