• September

    29

    2024
  • 57
  • 0
თეთრი სახლი – ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა

თეთრი სახლი – ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა სატელეფონო კონფერენცია ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან და მათ ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, განეხილა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების სტატუსი და მიეცა მითითებები, გაეგრძელებინათ დიპლომატიური ძალისხმევა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციისთვის და მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაციისთვის,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს მისცა მითითება, „კიდევ უფრო გააძლიეროს აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვითი პოზიცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაკავებლად.“

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor