• September

    30

    2024
  • 68
  • 0
კახა კალაძე – გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

კახა კალაძე – გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

მინდა, გთხოვოთ, ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვას, ხომ არ უკავშირდება უცხოურ ანგარიშებზე არსებული თანხის გასხვისება მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს.

კალაძის თქმით, იქნება თუ არა თავად 60 დასანქცირებულ პოლიტიკოსს შორის, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს – გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor