• October

    1

    2024
  • 80
  • 0
რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსმა სამხედროებმა საავიაციო ბომბის გამოყენებით ზაპოროჟიეზე ექვსი დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ უბნებზე და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

„ექვსი დაჭრილი და ერთი დაღუპული. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები“, – წერს ფედოროვი სოციალურ ქსელებში

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor