
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა.
„ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.





