• October

    2

    2024
  • 82
  • 0
ისრაელში უმძიმესი ღამე იყო, ეს იყო სასწაული – მოსახლეობა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია !

ისრაელში უმძიმესი ღამე იყო, ეს იყო სასწაული – მოსახლეობა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია !

უკრაინის შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთია, რომელიც საომარი არეალის გაფართოვების ზღვარზეა.

,,GEO NEWS,, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელმაც ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხათუნა იმედაძესთან, რომელიც ამბობს, რომ ურთულესი ღამე იყო.

თავზარდაცემული და შეშინებული ხათუნა იმედაძე, რომელიც უკვე 7 წელია ისრაელში ცხოვრობს გვიყვება ასევე იმ თავშესაფარზეც, სადაც ისრაელის ხელისუფლების მოწოდების შემდეგ გადადიან.

ხათუნა იმედაძე : ეს იყო სასწაული. ასეთი არასდროს ყოფილა. ისრაელის ხელისუფლების მხრიდან ამ წუთამდე მოგვდის გამაფრთხილებელი შეტყობინებები, რომ საფრთხის მოახლოების შემთხვევაში წავიდეთ თავშესაფრებში. სადაც მე ვცხოვრობ იქიდან თავშესაფარი ორი წუთის გზაზეა. ძალიან მძიმე ღამე იყო. ჩაირთო განგაში, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

-ხათუნა, ახლა რა ვითარებაა ?

-ამ წუთას სიმშვიდეა, თუმცა მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ. არის გაფრთხილება, რომ მივყვეთ ინსტრუქციას. ქვევით ჩავიდნენ ქალები, ბავშვები, კაცები, ვისაც შეეძლო ყველა. როცა განგაში ირთვება ყველა ვსხედვართ და ველოდებით როდის დამთავრდება დაბომბვა. ერთი საათით გამოვედით თავშესაფრიდან ჰაერზე. განგაში როცა ჩაირთო კვლავ დავბრუნდით თავშესაფარში. თავშესაფარში ყველა მშვიდად ვართ. არ არის პანიკა ანუ მიწის ქვევით ჩადიხარ ერთი სართული და ორი დიდი ოთახია, ალბათ თითო 30 კვადრატი ან მეტი მოწყობილი სკამებით, სავარძლებით. საწოლიც არის. იმედია, მშვიდობა იქნება, დაზაფრულია ყველა. მართლაც უმძიმესი ღამე იყო.

 

ირაკლი გუნია

 

p.s,. გთავაზობთ ფოტოებს ( ფოტოკოლაჟს ), რომელსაც ხათუნა იმედაძე გვაწვდის.

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor