
ქართველი ხალხი წყეტს ვინ იქნება მომავალი ხელისუფალი და არა დასავლეთში მოკალათებული აგრესიული ძალები…
სანქციებით მუქარები გრძელდება. გადამწყვეტი არჩევნების წინ უცხოელი პოლიტიკოსების რიტორიკა ყველდღიურად მწვავდება.
ისმის მოწოდებები და მუქარის შემცველი განცხადებები. ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლების მისამართით უსაფუძვლო მწვავე კრიტიკა, ამჯერად ამერიკულ გამოცემა „ზი ჰილში“ გამოქვეყნდა. რომლის ავტორები ამერიკის ყოფილი ელჩი და ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიმართ მძიმე განცხადებებით ცნობილი იან კელი და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი არიან.
ამჯერად მათი მთავარი გზავნილია, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისის მისამართით უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. მათთვის ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სავიზო და საფინანსო შეზღუდვები არასაკმარისია.
ავტორიტარული, პრორუსული, ჩრდილოვანი მმართველი, ანტიდემოკრატიული – ასეთი ეპითეტებია გამოყენებული სტატიაში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრის დროს. გაკრიტიკებულია ბოლო თვეებში მიღებული რეზონანსული კანონები.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლების გეგმა და მმართველი გუნდის წინასაარჩევნო რიტორიკა, რომელშიც კელი და კრამერი არჩევნების შედეგების შეცვლის მუქარას ხედავენ. გაკეთებულია წინასწარი პროგნოზი მმართველი პარტიის მარცხზე და არჩევნების გაყალბებაზე. ვაშინგტონიდან გამკაცრებული ტონი დროში ემთხვევა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პროცესს.
,,გიმეორებთ, აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციით ჩანაცვლება სურს, მაგრამ ძალოვანი უწყებები და ხელისუფლება დაიცავს მოქალაქეების არჩევანს და ყველას კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს გასცემს. ქართველი ხალხი წყეტს ვინ იქნება მომავალი ხელისუფალი და არა დასავლეთში მოკალათებული აგრესიული ძალები”,- აცხადებს ჩვენთან საუბარში ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყარო.
ირაკლი გუნია
,,Geo News”





