• October

    4

    2024
  • 101
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი : ,, მოლაპარაკებები დაიწყება, როგორც საქართველო – რუსეთის ხელისუფალნი შეთანხმდებიან ისე იქნება – კულუარებში რა ხდება, ესეც არ არის უმნიშვნელო……..

ვლადიმერ ხომერიკი : ,, მოლაპარაკებები დაიწყება, როგორც საქართველო – რუსეთის ხელისუფალნი შეთანხმდებიან ისე იქნება – კულუარებში რა ხდება, ესეც არ არის უმნიშვნელო……..

,,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცახდება არახალია. მსგავს მინიშნებებს ბოლო წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინიც აკეთებდა. მოსკოვი პრინციპში კარგა ხანია დგას იმ პოზიებზე, რომ დროა საქართველომ, აფხაზებმა და ოსებმა საუბარი და პოზიციების შეთანხმება დაიწყონ. თუ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან საუბარს დაიწყებს, მაშინ მოსკოვი მათ ამ მოლაპარაკებებში მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს. იმიტომ რომ ისინი შეთანხმებამდე მივიდნენ – კონსენსუსი შედგეს. მოსკოვს არ აქვს პრობლემა თუ საქართველო, აფხაზები და ოსები მოილაპარაკებენ და მშვიდობიან ურთიერთობებსა და თანაცხოვრებაზე შეთანხმდებიან. იქნება ეს კონფედერაცია თუ სხვა არავინ იცის”,- განაცხადა ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძეს”-თან.

,, დასავლეთის აგენტები ამ განცხადებას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. დასავლეთმა მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს არ სურს ეს და ა.შ. თუმცა საქართველოს არასდროს შეუცვლია თავის პოზიცია იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათი ტერიტორიებია, რომლებიც უნდა იქნას დაბრუნებული. ამიტომ აქ არ არის არანაირი კითხვები. რუსეთს როგორც ვიცი კატეგორიული პოზიცია არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის საჭიროა, რომ დაიწყოს დიალოგი.

თქვენ გადასარევად იცით, რომ იყო ომი, მსხვერპლი ორივე მხრიდან, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ მოსკოვმა დაიკავა ის როლი, რამაც დღეს მიგვიყვანა ამ შედეგამდე, მაგრამ მათ ეს უნდა ექნათ, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ დროს რუსეთს უბრალოდ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდა. თქვენ იცით, რომ მოსკოვი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ლეგიტიმურად იმყოფებოდა. ვიმეორებ, რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა. რუსეთის ინტერესი კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ არის მეგობრული, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც იქნება პარტნიორი. სწორედ ეს არის რუსეთის მთავარი ინტერესი. მოსკოვში არავის ინტერესშია სუსტი და დაქუცმაცებული საქართველო.

საქმე ის გახლავთ, რომ გავიდა გარკვეული წლები. აფხაზეთში არის ახალი თაობა, ისევე როგორც ცხინვალში და სამწუხაროდ, იქ გატარდა გარკვეული სამუშაოები, რომლებმაც მათი ხედვა რადიკალურად შეცვალა, რადგან ე.წ. ,,ბოევიკები” მათ ზღაპრებს უყვებოდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს ამ რეგიონებში რთული სიტუაციაა. და რაც თქვა მოსკოვმა , ამან მათი გაოცებაც კი გამოიწვია, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე. 

ვთვლი, რომ რუსეთის კეთილი ნების, საქართველოსთან გარკვეული კონტაქტებისა და მოლაპარაკებების შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენაც მოხდება და საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან მორიგების საკითხიც შეთანხმებადია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. დამერწმუნეთ, რუსეთი ამის წინააღმდები არ იქნება, მაგრამ ამისთვის საჭირო და აუცილებელია საქართველოს მხრიდან გარკვეული პირობების შესრულება. საქართველო რუსეთისთვის საიმედო პარტნიორი უნდა იყოს, მთავრობა კი, რუსეთის მეგობარი და მოკავშირე. თუ საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რუსეთს, ის მიიღებს მონაწილეობას იმაში, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოში კონსტიტუციურ წესრიგს, დასავლეთს ხელი შეუშალოს ხელისუფლების შეცვლაში.

ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, მოლაპარაკებები დაიწყება,  მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არიან ,,ბოევიკები”, ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, წარსულში არიან ჩარჩენილები. მათ მოუწევთ პოზიციების დათმობა და მოლაპარაკებების დაიწყება.საქართველო ატარებს სწორ პოლიტიკას, მან გახსნა საზღვრები, მკურნალობს აფხაზ ხალხს თავის ტერიტორიაზე, ეხმარება მათ განათლების მიღებაში და ა.შ. ასე რომ, აფხაზეთში მყოფი ,,ბოევიკების” წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ცდილობენ უბრძანონ აფხაზებს და ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი არ დაიწყოს, მაინც დაიწყება და აქ მოსკოვი იქნება ძლიერი მოდერატორი, რადგან ჩვენ მშვენივრად გვესმის რა პოზიციაც დაიკავა რუსეთმა. ასე რომ, ეს პატარა რეგიონები ვალდებულნი იქნებიან დათანხმდნენ, რადგან გულახდილად რომ ვთქვათ, თავად ვერაფერს წყვეტენ“,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რუსეთის ხელისფლება დადებითად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებს და პოზიტიური განწყობები აქვს იმაზე, რა განცხადებებსაც აკეთებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი. რა ნაბიჯებსაც დგამს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მტრულად მოქმედებენ და აფასებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხს. მაგ: ზატულინმა განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები არასდროს დაუბრუნდება საქართველოს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გულისხმობდა. და მთელმა მედიამ და დასავლეთის აგენტებმა დაიწყეს საუბარი, შეხედეთ რუსეთის პოლიტიკოსები როგორ მოქმედებენ და რა განცხადებებს აკეთებენო. ისეთი სიტუცია შექმნეს, რომ თითქოს ყველა პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის პარლამენტში ზის  თვლის, რომ აფხაზეთი და ოსეთი არასდროს დაუბრუნდება საქართველოს. რას იტყვით ამაზე და ფიქრობთ თუ არა, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ზატულინის მსგავსად ფიქრობენ ?ხომერიკი პასუხობს, სწორს ამბობთ. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, ისევე როგორც რუსი ხალხი. რუს ხალხს უყვარს საქართველო და ქართველები. მათ უხარიათ, რომ საქართველო როგორც იქნა დაადგა განვითარების დამოუკიდებელ გზას. საქართველო როგორც იქნა აღარ არის დასავლეთის მარიონეტი და თავის სახელმწიფო ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. და უნდა რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და სამართლიანად ითხოვს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

,,რაც შეეხება პოლიტიკოსებს,ზატულინისნაირი ბევრი პოლიტიკოსია. ის ცდილობს თავის თავი რაიმე ფორმით გაიპიაროს. ზატულინმა სამწუხაროდ, ადრეც ნეგატიური როლი შეასრულა, როცა ის მხარს უჭერდა და პროპაგანდას აკეთებდა არძინბას რეჟიმის. ის ნამდვილად ეხმარებოდა მათ, მაგრამ ეს ერთი პოლიტიკოსის აზრია, რომელიც ვიმეორებ, საკუთარი თავის პიარზე მუშაობს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ არა მის აზრებს, არამედ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს და იმ კომენტარებს, რომლებიც ბოლო დროს ლავროვმა გააკეთა. მან თქვა: ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსო. აი, მათ უნდა მოვუსმინოთ. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც საქართველოს დღეს სიგნალს აძლევს, რომ მეგობრებო, თქვენ სწორ გზაზე ხართ, მოდით დავიწყოთ საუბარი, მოდით დავიწყოთ მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მოდით, ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ. 30 წელი გავიდა, რაც ეს კონფლიქტი არსებობს. ამიტომ რუსეთის გზავნილი მკაფიო და სწორია. კულუარებში რა ხდება, ესეც არაა უმნიშვნელო….მთავარია, რუსეთს აქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მისი პარტნიორი იქნება, ამ შემთხვევაში ეს საკითხები გადაწყდება.

ვიმეორებ, მოსკოვის ერთეული დეპუტატების განცხადებები მათი პირადი ინტერესი და აზრია, რომელიც არ უნდა ახდენდეს გავლენას საქართველოს, ქართული საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ხალხი ამას ისმენს და არ არის სასაიამოვნო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი არასასიამოვნო განცხადება კეთდება ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მხრიდანაც, მაგრამ საბოლოოდ, როგორც საქართველო – რუსეთის ხელისუფალნი შეთანხმდებიან ისე იქნება”,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა. 

მოამზადა ქეთი ხომერიკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor