• October

    4

    2024
  • 135
  • 0
სამცხე-ჯავახეთის ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილები” წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ნიადაგს ამზადებენ ?!

სამცხე-ჯავახეთის ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილები” წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ნიადაგს ამზადებენ ?!

,,GEO NEWS”-ის დიდი ექსკლუზივი – ამჯერად ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჩანერგილი კადრების გამოაშკარავება.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენ გახარიას მიერ გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში ჩანერგილი კადრი, გამომძიებელი თეონა ფერაძე გამოვააშკარავეთ, რომელმაც შსს-ს გენერალური ინსპექციის საქმის შესწავლის შედეგად უწყება გუშინ დატოვა. 

ახლა რაც შეეხება მერაბიშვილის კადრებს : ჩვენი ძალოვანი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამცხე – ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ბესიკ ბუხრიკიძე – ეკიპაჟის ნომრით 90 00-ი, ( რომელიც 2005 წლიდან ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელია და დღემდეც სწორედ მის მითითებებს ასრულებს) , ახალციხეში მოსახლეობას აშინებს, ხელს უწყობს საბოტაჟს და ე.წ გადამოწმების მიზნით აჩერებს მათ.

რამდენიმე საათის წინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ერთ-ერთი მოქალაქეც დაგვიკავშირდა, რომელიც ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. 

,,ბუხრიკიძის და კიდევ ერთი თანამშრომლის გამო ( ახლა გვარს არ დავასახელებთ ) ქუჩაში თავისუფლად ვეღარ გადავაადგილდებით. ყველა მანქანას აჩერებინებს, დავალება გვაქვს ასეთი, უნდა გაგჩხრიკოთო”,- გვეუბნება ახალციხის მკვიდრი.

დიახ, ჩვენი წყაროს მტკიცებითაც, ე.წ ,,რეიდების” ერთ-ერთი მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ვინმე ბესიკ ბუხრიკიძე მოქალაქეებს ეუბნება : დავალება გვაქვსო და მანქანებში ტვირთსაც ამოწმებს თურმე.

ვიმეორებთ, როგორც ,,GEO NEWS”-თვის წყაროსგან ცნობილი გახდა, ბუცხრიკიძეც ორი გვამის მსურველი შს მინისტრის ჯალათი ყოფილა თავის დროზე, 7 ნოემბრის დარბევაშიც მონაწილეობდაო.

ჩვენ გავარკვიეთ, წყაროს მეშვეობით, რომ ვინმე ბუცხრიკიძე შსს-ში ,,,ჩანერგილია” და დღემდე ვანო მერაბიშვილის მითითებებს ასრულებს. მან რამდენიმეჯერ შეუქმნა პრობლემა რაბათის ციხის ყოფილ დირექტორს გუჯა ბიჭაშვილსაც.

,,GEO NEWS,, საკითხის გადამოწმებისა და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით ესაუბრა სამცხე-ჯავახეთის საპატრულოს სამორიგეოს თანამშრომელს, ვინმე არსენს, რომელმაც პრაქტიკულად დაგვიდასტურა, რომ სამცხე -ჯავახეთის საპატრულოში მართლაც მუშაობს ბუხრიკიძე, ეკიპაჟის ნომერი : 90 00-ი. მან ჩვენი საუბარი საოქმოდ ჩაიწერა.

ამ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოების სწორი ინფორმირება და სახელმწიფო და ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილი” წინა ხელისუფლების კადრების გამოაშკარავებაა, რომლებიც დღესაც ძალოვან უწყებებში რჩებიან და საბოტაჟითა და მოქალაქეების დაშინებებით არიან დაკავებულნი. მოგეხსენებათ, აღნიშნულ თემებზე – შსს-ში ჩანერგილებზე ჩვენ ორიოდე თვეა ვწერთ.

ჩვენ ჩვენის ისმხრივ, ვურჩევთ ახალციხის მოსახლეობას, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში 24/7-ზე საზოგადოების სამსახურშია, სადაც ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ.

p.s. ვიმედოვნებთ, როგორც ადრე, ასევე ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე უწყება მოახდენს რეაგირებას ( გადაამოწმებს ჩვენი წყაროს ინფორმაციას. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. წყარო ირწმუნება ინფორმაციის ნამდვილობაზე ) , რომელიც ჩანერგილი კადრების წმენდისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად დავუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor