• October

    4

    2024
  • 81
  • 0
რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთის ფედერაცია დაჯგუფება „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაბულოვის თქმით, გადაწყვეტილება „თალიბანის“ ტერორისტების სიიდან ამოღების შესახებ მოსკოვში უმაღლეს დონეზე უკვე მიღებულია და მხოლოდ ფორმალური პროცედურების გატარებაა დარჩენილი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად ამთავრებს სამართლებრივ პროცესს „თალიბანის“ მოძრაობის რუსეთში ტერორისტული სიიდან ამოღების პროცესზე. საქმე სურვილში კი არ არის, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ყველა პროცესი რუსეთის სამართლებრივი სფეროს ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – ციტირებს სააგენტო კაბულოვის სიტყვებს.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშაობს „თალიბანისთვის“ აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნაზე. დეკემბერში „თალიბანი“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ყაზახეთის ხელისუფლებამ. ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოსკოვს თალიბებთან თანამშრომლობაში ხელს არ უშლის. რუსეთის საელჩომ ქაბულში მუშაობა გააგრძელა მას შემდეგ, რაც 2021 წელს „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამ მოძრაობის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ რუსეთს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor