
სამცხე-ჯავახეთის ,,სუს”-ში კვლავ მერაბიშვილის კადრებია ჩაბუდებული, რომლებსაც ჩუმჩუმად ახალი, ღირსეული თანამშრომლები „ვანოს ,,ბანდას“ ეძახიან ?
ჩვენ ადრეც ვწერდით ძალოვან უწყებებში, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩანერგილების შესახებ და ასეც ვაპირებთ: სანამ არ გაიწმინდება შესაბამისი სტრუქტურები ,,ნაციონალი” ჯალათებისგან და გახარიას ხელისბიჭებისგან. მათი მხილებისა და გამოააშკარავებისგან უკან არასდროს დავიხევთ.
ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, თითქმის ყველა რაიონში ანალოგიური ვითარებაა, მაგრამ რაც ხდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პირდაპირ მეორედ მოსვლააო, ისეა საქმე.
ახალციხის პოლიცია და სხვა სამართალდამცავი რგოლები სავსეა ე.წ ყოფილი ,,ნაცი” საბოტაჟნიკებით.
როგორც სანდო წყარო გვეუბნება, სამცხე-ჯავახეთის ახლადდანიშნული კომისარი მამუკა ოქრომელიძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ოჯახის ახლობელია და მერაბიშვილის მამის – სერგო მერაბიშვილის ხელის ბიჭი. მის ყოველ დაძახილზე თუ დარეკილზე ფეხის წვერებზე დგას და ყველა პრეტენზიას და კაპრიზს უსრულებს მერაბიშვილის ოჯახის იქაურ წევრებსო.
წყაროსვე მტკიცებით, ახალციხის გამგეობა და გუბერნიის ადმინისტრაცია გადატენილია ,,ნაცხროვით”. ჩუმად დაბოღმილი ,,ნაცებით”, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ყელში წვდნენ „ოცნების“ მხარდამჭერებს და ძირი გამოუთხარონ მმართველ ძალას ახალციხეშიო.
,,რაც შეეხება ახალციხის „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციას. თანამშრომლების 70% გავარვარებული ,,ნაციონალია”, პარტიაში სულ 4 თუ 5 ადამიანი იქნება, „ქართულ ოცნებას“, რომ მართლა ემხრობაო”,- გვარწმუნებს წყარო.
გაგიკვირდებთ და ეს ე.წ. ჩანერგილი, სულით ხორცამდე ,,ნაციონალი” და არეულობის მომხრე პირები ახალციხეში ყოფილი გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მოყვანილი და მოზიდული კადრები ყოფილა. მაგან ააღორძინა 2012-ში ჩირგვებში ჩამალული ყველა ,,ნაცი” და გამოიყვანა დღის სინათლეზეო.
როგორც გვითხრეს, ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ,,სუსის” მხარადაჭერით სარგებლობს, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ,,სუს”-ში კვლავ მერაბიშვილის კადრებია ჩაბუდებული, რომლებსაც ჩუმჩუმად „ვანოს ბო@ბანდას“ ეძახიან ახალი თანამშრომლებიო.
ზემოთ რომ ვახსენეთ ახალი სამხედრო კომისარი მამუკა ოქრომელიძე, ახალციხის ,,სუს”-ის რეკომენდაციით დანიშნული კადრიაო, გვიმტკიცებს წყარო და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, უფრო მაღალი იერარქიული რგოლის იმედი ვიქონიოთ, რომ გაარკვევენ ყველაფერს.
რაც შეეხება ბესიკ ამირანაშვილს, როგორც ამბობენ, აზრზე არაა, რა ხდება მის გარშემო.
ბატონ ბესიკს პოზა უჭირავს, თითქოს ვერ ხვდება თუ მართლა აზრზე არაა, ვერაფერს მოგახსენებთ…
რაც ხდება, ამასაც თითქოს შეგუებულნი ვიყავით, ასე თუ ისე, რადგან გუშინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდანაც შეგვატყობინეს, რომ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ბუცხრიკიძე – ეკიპაჟის ნომრით 90 00-ი, ახალციხეში მოსახლეობას აშინებს, ხელს უწყობს საბოტაჟს და ე.წ გადამოწმების მიზნით აჩერებს მათ. ( იხ: სტატია სათაურით : სამცხე-ჯავახეთის ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილები” წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ნიადაგს ამზადებენ ) ?! ამ წერილში ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ საკითხის გადამოწმებისა და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით სამცხე-ჯავახეთის საპატრულოს სამორიგეოს თანამშრომელს ვესაუბრეთ, ვინმე არსენს, რომელმაც პრაქტიკულად დაგვიდასტურა, რომ სამცხე -ჯავახეთის საპატრულოში მართლაც მუშაობს ბესიკ ბუხრიკიძე, ეკიპაჟის ნომერი : 90 00-ი. მან ჩვენი საუბარი საოქმოდ ჩაიწერა. სტატიის გამოქვეყნებისთანავე ჩვენი წყარო კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მორიგე – არსენ ბალახაშვილი მერაბიშვილის კადრია. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ვეყრდნობით.
ვიმეორებთ, ამ ინფორმაციების გავრცელებით ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოების სწორი ინფორმირება და სახელმწიფო და ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილი” წინა ხელისუფლების კადრების გამოაშკარავებაა, რომლებიც დღესაც ძალოვან უწყებებში რჩებიან და საბოტაჟითა და მოქალაქეების დაშინებებით არიან დაკავებულნი. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნულ თემებზე ორი თვეა ვწერთ, კერძოდ, შსს-ში ჩანერგილებზე. დღეიდან როგორც ჩანს, ,,სუს”-ში ჩანერგილებზეც მოგვიწევს წერა. წყაროს თქმით, ჩვენ ინფორმაციები არ მოგვაკლდება!
p.s ,,Geo News” ზემოაღნიშნული საკითხების გადამოწმებისა და საფუძვლიანად შესწავლისთვის აუცილებლად დავუკავშირდება შესაბამისს უწყებებს და მათ პოზიციებს უცვლელად შემოგთავაზებთ.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი
,,Geo News”





