• October

    7

    2024
  • 82
  • 0
მურმან დუმბაძე : ,,ოთხი ხელისუფლებიდან სამი დავამარცხეთ და დავასამარეთ ,,ნაციონალური მოძრაობა” – ,,ქართულ ოცნებასაც” დავამარცხებთ”!

მურმან დუმბაძე : ,,ოთხი ხელისუფლებიდან სამი დავამარცხეთ და დავასამარეთ ,,ნაციონალური მოძრაობა” – ,,ქართულ ოცნებასაც” დავამარცხებთ”!

გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ,,Geo News” გთავაზობთ პოლიტიკოსებთან საარჩევნო თემაზე ინტერვიუებს. ამჯერად ჩვენ პოლიტიკოს მურმან დუმბაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

მურმან დუმბაძე : თუ საქართველოს მოქალაქე სწორად ვერ გაიაზრებს არჩევნებს, ეს კარგად არ დასრულდება და მაშინ ვიტყვი, რომ საქართველოს აქვს ღირებულებითი პრობლემა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნება” ამ არჩევნებში დამარცხდება.

რატომ თვლით ასე ? საზოგადოების უმეტესობა ,,ქართულ ოცნებას”უჭერს მხარს…

-მე ჩემი აზრი მოგახსენეთ. ახლა კი, მთავარი ამოცანაა, რომ ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. მე, პირადად ამ არჩევნებში ხმას 5 ნომერს ვაძლევ.

თქვენ  ერთ-ერთი მედია საშუალების ეთერში განაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში აქტიურად მონაწილეობდით ოთხი ხელისუფლების დამარცხებაში…როგორ აპირებთ ,,ქართული ოცნების” დამარცხებას ?

-,,ნაციონალური მოძრაობა” დავამარცხეთ 2012 წელს. თუმცა ხელისუფლებაში უკან მობრუნება არ ნიშნავს საბოლოო დამარცხებას. წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა ხელისუფლების დამარცხებისთვის. ოთხი ხელისუფლებიდან სამი დავამარცხეთ და საბოლოოდ დავასამარეთ ,,ნაციონალური მოძრაობა” – მაშინ დავამარცხეთ, თუმცა ვერ დავასამარეთ.

დასავლეთის იმედი გაქვთ, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში ჩარევას აპირებს ?

-მოდით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. ერთს ვიტყვი, ამას ხელისუფლების ,,ჰალუცინაციას” ვუწოდებ. თუ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, მე ისევ ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, როგორც ვიბრძოდი ადრე. და მეტსაც გეტყვით ვიბრძოლებ, რომ ის ხელისუფლებაში აღარასდროს მოვიდეს. მე მაინც მჯერა, რომ 27 ოქტომბერს ჩვენ ყველა ,,ქართული ოცნების” დამარცხებას ვიზეიმებთ.

ირაკლი გუნია

p.s. ,,Geo News”-ის დამფუძნებელი საზოგადოებას აუცილებლად შეახსენებს რას წარმოადგენს რეალურად ,,ხელისუფალთა დამმარცხებელი ” მურმან დუმბაძე. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor