
რამდენად შორს წავა ისრაელი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ?
ისრაელ ,,ჰამასის,, ომიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების ყურადღება კვლავ ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. ,,Geo News,, ისრაელის მოქალაქეს, ქართველს, იურისტ მაკა გოგოხიას ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელმაც ისრაელში არსებული მოვლენების შესახებ ადგილიდან ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდა.
მაკა გოგოხია : ქვეყნისთვის ურთულესი დღეებია. ისრაელში დღეს განგაში ჩაირთო, ამის მიზეზი კი, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა იყო.
თქვენ იცით, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. ეს იყო დღე, როდესაც ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” უპრენცედენტო რაოდენობის ხალხი დახოცა მუსიკალურ ფესტივალზე .
ისრაელის მხრიდან ამ წუთასაც კი, მიდის საჰაერო იერიშების მოგერიება. საკმაოდ დაძაბული დღეა. გატაცებული ტყვეები, რომლებიც ისევ რჩებიან მტრის ხელში ტერორისტებს ფარად ჰყავთ აფარებული.
აქ, ისრაელში ადამიანის სიცოცხლეს ძალიან დიდ პატივს სცემენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს ისრაელი ტერორისტებისთვის სათანადო პასუხის გაცემას.
–პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისრაელი უკან დახევას არ აპირებს…
–რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ, ვითარება რთულია – ძალზედ დაძაბული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის ჯარი ყოველ დღე – დღეში რამდენიმეჯერ მოგვამრთავს და გვიცხადებს, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მისი მოქალაქეების დასაცავად და მზად არის იბრძოლოს ყველა ფრონტზე. თვითონ მოქალაქეებიც მზად არიან, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი.
გაოგნებული ვარ ამ ხალხის თავგანწირვით. სამი წელია აქ ვცხოვრობ და მართლა გაოგნებული ვარ მათი პატრიოტიზმით.
აქვე გეტყვით, რომ ისრაელი საზევრიდან ლიბანის შიგნით არის შესული და იქ ისრაელის ჯარი აწარმოებს სახმელეთო ოპერაციას.
და ბოლოს, გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით, ტერორისტების მხრიდან ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ოფიციალურად არ დასტურდება.
ირაკლი გუნია





