
რა მიზანი აქვს ,,აშშ”-ის საელჩოს არჩევნების დღისთვისთვის მძიმე მოლოდინის შექმნის პროცესში ?
როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში თავის თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოში იყოფებიან, შემდეგი შინაარსის საიდუმლო შეტყობინება გაუგზავნა:
მოგიწოდებთ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს, მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას და მაქსიმალურად ეცადეთ, არ მოხვდეთ ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მოწყობილ აქციებზე, რადგან მოსალოდენელია, მოხდეს ისეთი რამ, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთლეობასო.
იმის გათვალიწინებით, რომ საქართველოში არჩევნების მიმდინარებისას, ან მისი დასრულების მერე არეულობა აწყობს მხოლოდ ოპოზიციას, როგორც ვხედავთ, მათ მხარდამჭერად საელჩოც გვევლინება. რადგან, თუ თავად მათ, ოპოზიციონერ მოღალატეებთან ერთად, არეულობები არ აქვთ დაგეგმილი, ვერაფრით იწინასწარმეტყველებდნენ წინასწარ 26 ოქტომბერს მოქალაქეთათვის საფრთხის შემცველი სიტუაციის განვითარებას საქართველოში.
ასე რომ, საფრთხეები გვიახლოვდება და ამ საფრთხეების რისკი ძალიან დიდია. შიდა მტრები, შინაურები და გარეულები, უცხოეთის ძალები საქართველოში სიმშვიდის დარღვევით მაქსიმალურად არიან დაინტერესებული.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საქართველოს მოქალაქეების, თითოეული ქართველის გონიერი ქმედებები გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას.
თამთა მაისურაძე
,,Geo News”





