
ფოთის მუნიციპალიტეტის მერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს.ფოთის სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა!
საუბარია: სპორტული ინვენტარით აღჭურვილ ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაზე, კრივის სასპორტო სკოლა, მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და საცურაო კომპლექსზე. ახალი სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, ჰანტელების დაფებს (2.5-დან 12.5 კგ-მდე), ოლიმპიურ ღერძებს და პრესის საწოლებს.
აღნიშნულ სპორტულ სივრცეებში 300-ზე მეტი ფოთელი ახალგაზრდა იღებს სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისს.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




