
პატარა ქალაქის დიდი წარმატება – ,,არგონავტების” ციცინათელების შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ნიჭიერის” სცენაზე
პატარა ქალაქის დიდი წარმატება და შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ნიჭიერის” სცენაზე, რომელზეც მთელი ფოთი საუბრობს.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ცეკვის სტუდია ,,არგონავტების”ფოთელ ციცინათელებზე, რომელთა გამოსვლაც წარმატებული აღმოჩნდა. ყველაფერი კი, თვეების წინ ბაკურიანში ერთი ჩვეულებრივი სამოყვარულო ვიდეოთი დაიწყო, რის შემდეგაც იყო ზარი და შემოთავაზება პროექტ ,,ნიჭიერიდან”.
როგორც ,,Geo News”-თან ინტერვიუში ანსამბლის ქორეოგრაფი ნია ცაავა ამბობს, ეს ყველაფერი მისთვის და ბავშვებისთვისაც ემოციური იყო.
ნია ცაავა: როდესაც იყო პირველი ზარი – შეთავაზება : ხომ არ მიიღებდით პროექტში მონაწილეობასო, ეს ჩემთვის იყო ძალზედ ემოციური. შემდეგ დავიწყეთ მზადება პროექტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდიის ბავშვები არიან წარმატებულები და აღებული აქვთ გრამპრი, ბუნებრივია მაინც იყო ღელვა და ნერვიულობა.
იცით, სცენაზე, რომ გადიან ჟიურისა და ხალხის წინ, დიდი ემოციები და ღელვაა ხოლმე ცეკვის შემდეგ. რომ რას იტყვიან და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დავიმსახურეთ ჟიურის ხუთი წევრისა და მაყურებლის სასწაული ოვაცია. ეს ჩვენთვის ყველაფერი იყო.
–რას გვეტყვით ანსამბლის სამომავლო გეგმებზე, რომელიც როგორც ვიცით, მხოლოდ ,,ნიჭიერით,, არ შემოიგარფლება ?
– მეორე ტურის ნომერი გაცილებით ეფექტური და სანახაობრივი იქნება, ვიდრე ეს პირველ ტურში იყო. წინ დიდი გეგმები გვაქვს. 14 ოქტომბერს ანსამბლი მიწვეულია მცხეთაში ,,მეგა”-ს დაჯილდოვებაზე, სადაც ქვეყნის მთავარ სახელოვნებო ჯილდოს გადმოგვცემენ.
–ელოდით თუ არა ამ ნომრის შემდეგ წარმატებას ?
-სიმართლე გითხრათ ასე წარმატებულად, რომ წავიდოდა ეს ყველაფერი არ ველოდი. რაღაც დონეზე გულის სიღრმეში მეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ეს ნომერი მაყურებლის ამხელა ოვაციას გამოიწვევდა.
p.s. როგორც ხედავთ ,,ნიჭიერის” მიღმა ანსამბლ ,,არგონავტებს” წინ სხვა წარმატებებიც აქვთ. ,,Geo News” მათ გამარჯვებას და ულევ წარმატებას უსურვებს.
ირაკლი გუნია





