• September

    23

    2023
  • 114
  • 0
გიორგი კონდახიშვილი : ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს

გიორგი კონდახიშვილი : ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედს იტოვებს, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტი ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების ხელმეორე დაკავების საფუძველი არ გახდება.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც გლდანში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.

„რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო გამოთქმული სამართალდამცველი ორგანოების მიმართ, ვინაიდან მოგეხსენებათ, როდესაც 30-40 ადამიანი ბანდფორმირების სახით ხელკეტებით შეიარაღებული მიუვარდება საცხოვრებელ ადგილას პირებს, იძალადებენ და ამაზე პოლიციას მყისიერი რეაქცია არ აქვს, ეს თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს არის ორგანიზებული, წახალისებული და იმის ნაცვლად, რომ ამ პირების დაკავება მყისიერად მომხდარიყო ძალიან ოპერატიულად დააკავეს ნიკა მელია და მისი თანმხლები პირები.

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ხელში ეს საქმე არ გახდება მეორე ინსტრუმენტი და ხელმეორედ არ მოხდება ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების სისხლის სამართლებრივი დევნით დაკავების საფუძველი, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არაფერია. კადრები, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული, იქ პოლიციელზე თავდასხმა არცერთი მათგანის მხრიდან ნამდვილად არ იკვეთება. რა თქმა უნდა, არის ემოციური ფონი, გარკვეულწილად დაპირისპირება, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ხდება პირების დაკავება ამ ემოციური ფონის თანხლებით, თუმცა გამოძიება რა კუთხით წარიმართება და როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვერ გეტყვით“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor