• October

    11

    2024
  • 70
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.

სარჯველაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს.

„ძალიან ძნელია საუბარი პრეზიდენტზე, როგორც ინსტიტუციაზე და კონსტიტუციური კომპეტენციის განმახორციელებელ სუბიექტზე, რადგან ის, პრაქტიკულად, პრეზიდენტობიდან დავიდა იმ დონეზე, რასაც ჰქვია, ტიპური, ჩვეულებრივი, არც თუ მაინცდამაინც ამბიციური პოლიტიკური ძალა. ის რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ქცევისგან აღარ გამოირჩევა არც თავისი რიტორიკით, არც საქმიანობით. აქედან გამომდინარე, ძნელია ისაუბრო ისეთ პროცესებზე, რომლის ამბიცია და სურვილი შეიძლება ჰქონდეს. მას ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, ვინაიდან აბსოლუტურად დაკარგული აქვს თვისება, როგორიც არის ზეპარტიულობა და მეტ-ნაკლებად ნეიტრალურობა მაინც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor