• October

    11

    2024
  • 61
  • 0
რითაა მოტივირებული ბუნდესტაგის პირდაპირი ჩარევის მცდელობა საქართველოს საარჩევნო პროცესში ?

რითაა მოტივირებული ბუნდესტაგის პირდაპირი ჩარევის მცდელობა საქართველოს საარჩევნო პროცესში ?

კიდევ ერთი მწვავე რეზოლუცია საქართველოს შესახებ და მორიგი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ამჯერად გერმანიის ბუნდესტაგიდან, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და რომელიც ბუნდესტაგის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ბოლო ერთ წელში ,,ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ორ რეზონანსულ კანონზე :

,,საქართველო ევროპული მომავლისთვის”– ასე არის დასათაურებული ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელშიც აშკარად იკვეთება დასავლეთის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეზოლუციის ავტორთა უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაკის დეპუტატები მოითხოვენ გერმანიის მთავრობისგან აღარ დაუშვას შემდგომი პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით და ამის მიზეზად პროექტის ავტორები დესტრუქციული ოპოზიციისა და მათი ლიდერების მიერ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ჯერ პარლამენტში ინიცირებულ და შემდეგ სამი მოსმენით მიღებულ ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” კანონს ასახელებენ. მეტიც, პროექტის ავტორები მოუწოდებენ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას გააუქმოს ეროვნული მნიშვნელობის კანონპროექტი, რომელმაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რეზონანსი გამოიწვია. საუბარია ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ავტორებად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის  კავშირი 90 მწვანეების და ლიბერალ-დემოკრატები გვევლინებიან.

რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძე რეზოლუციის ტექსტს უსამართლოდ მიიჩნევს. შინაარს ,,ჩალის,, ფასს უწოდებს და მას წინასაარჩევნოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის ნაწილადაც განიხილავს.

,,გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის იყო პატივსაცემი ინსტიტუცია დღეს ჩაითრიეს საქართველოში საარჩევნო პროცესებში, ეს კი არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის მხრიდან რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რადგან ეს არის გარე ძალებიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა,,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტემა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor