• October

    13

    2024
  • 90
  • 0
ირანის პარლამენტის სპიკერი – თეირანი უპასუხებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პოტენციური თავდასხმებისთვის

ირანის პარლამენტის სპიკერი – თეირანი უპასუხებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პოტენციური თავდასხმებისთვის

თეირანი უპასუხებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პოტენციური თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა.

ირანის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცე და ხმელეთი არ უნდა იქნას გამოყენებული ირანის წინააღმდეგ თავდასხმისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი იქნება ნათელი და ბუნებრივი. მოჰამად ბაღერ ყალიბაფის განმარტებით, ირანი შურს იძიებს ნებისმიერ ადგილზე, საიდანაც განხორციელდება თავდასხმა ირანის წინააღმდეგ.

„ირანი დარწმუნებულია, რომ მისი მეზობლები დასავლეთ აზიის რეგიონში განიხილავენ ამ საკითხს ისევე, როგორც ისინი უარს ამბობდნენ წარსულში თავიანთი ტერიტორიების ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოყენებაზე. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არ გვინდა ომის გაფართოება, მაგრამ აუცილებლად ძლიერად და სათანადოდ ვუპასუხებთ ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor