• October

    13

    2024
  • 69
  • 0
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა – ამჯერად რადიკალების სამიზნე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზეწოლა.

მისივე თქმით, მათ უკავშირდებიან კონკრეტული ერთი ნომრიდან და მოუწოდებენ უარი თქვან მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში და გააკეთონ საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ტოვებენ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას.

როგორც ცესკოს თავჯდომარე აცხადებს, ასეთი ჯგუფები ხელს ვერ შეუშლიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.

კალანდარიშვილი ამბობს იმასაც, რომ ის სამართლებრივი გზით დაიცავს მისი ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინტერესებს.

,,მოვუწოდებ ცესკოს თანამშრომლებს არ აჰყვნენ პროვოკაციას. არ მივცემ საშუალებას ხელი შეგვიშალონ პროფესიულ საქმიანობაში. მიუხედავად დესტრუქციული ქმედებებისა ცესკო მუშაობას აგრძელებს კანონის ფარგლებში. დაუყონებლივ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საერთაშორისო საზოგადოებას”, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor