• October

    14

    2024
  • 71
  • 0
მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა

მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა

მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა. სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით, „ერთობლივი ხმალი 2024“ სამხედრო ხომალდები და სამხედრო ავიაცია იღებს მონაწილეობას.

ტაივანში აცხადებენ, რომ შენიშნეს 25 თვითმფრინავი, სამხედრო-საზღვაო ძალების შვიდი ხომალდი და კიდევ ოთხი გემი. სამხედრო წვრთნები კუნძულის ირგვლივ ცხრა სხვადასხვა ადგილას ტარდება. ჩინეთის სანაპირო დაცვამ ასევე გაგზავნა გემები კუნძულის გარშემო ინსპექტირების ჩასატარებლად.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიგზავნა შესაბამისი ჯარები თავისუფლების დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ტაივანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ომისთვის მოემზადებიან.

ტაივანის პრეზიდენტის ოფისის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს სამხედრო პროვოკაციებისგან და პატივი სცეს ტაივანის მოსახლეობის არჩევანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნების პარალელურად, ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებმა და სამხედრო მანქანებმა გადაადგილება დაიწყეს. ტაივანის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ერთ-ერთ მიმდებარე კუნძულზე შესაძლო „შეჭრის“ შემდეგ დაკავებულია ჩინელი პირი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor