
- By Keti Khomeriki
- In ,,GEO NEWS" ახლდება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, ექსკლუზივი - სტატიები, ინტერვიუ
საქართველოს საამაყო ჩემპიონის მამუკა კორძაიას ექსკლუზიური ინტერვიუ
,,GEO NEWS,,- ის კიდევ ერთი ექსკლუზივი მსოფლიო ჩემპიონ მამუკა კორძაიასთან.
ჭიდაობის წევრ სახეობაში, ქვიშის ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიო ჭიდაობის მე-5 სერიიდან 4- ში იასპარეზა და სამჯერ გახდა ჩემპიონი. მან სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა. ჯამში 20 შეხვედრა გამართა, საიდანაც მისთვის წარუმატებელი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა, თუმცა ჯამური ქულების უპირატესობით მან კონკურენტებს აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დღეს ჩვენ მოგითხრობთ 33 წლის უკვე მსოფლიო ჩემპიონზე, რომელიც წარმოშობით ხელვაჩაურის სოფელ კაპრიშუმიდანაა. ის სპორტში 25 წელია, რაც აქტიურად არის ჩართული, ხოლო ქვიშის ჭიდაობში ბოლო ხუთი წელია რაც ასპარეზობს.
მამუკა კორძაია გვეუბნება, იმასაც რომ მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოვა.
ის ჩვენთან ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
მამუკა კორძაია: მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ქვიშის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვემზადები. ამ ჩემპიონატისთვის რთული გზა გავიარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დაუღალავი შრომა წარმატების მომტანი იქნება.
მამუკა კორძაიას უჭირს საუბარი გამარჯვების პირველ ემოციებზეც, როცა საქართველოს დროშა სიამაყით ააფრიალა.
მამუკა კორძაია: მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის დროშა და სახელი მაღალ საფეხურზე ავიტანე. ძალიან რთულია ამაზე საუბარი. კიდევ ვერ გადმოგცემთ იმ შეგრძნებას, თუ რა მაგარია მსოფლიო ჩემპიონობა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს ჯემალ კილაძეს, რომელიც პროფესიონალია და სულ გვერდში მედგა.
რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას, რათა მოვიპოვოთ დიდი გამარჯვება თავისუფალ ჭიდაობაში. ასევე ქვიშის ჭიდაობაში დამატებით გვექნება ევროპის ჩემპიონატი. ვიმეორებ, მთავარი მონდომებაა.
ქვიშის ჭიდაობაში ქართველი მსოფლიო ჩემპიონი აქვე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, აგრეთვე აჭარის ჭიდაობის ფედერაციას. ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს.
ინტერნეტგამოცემა ,,GEO NEWS,-ის გუნდი მამუკას ულოცავს ამ გამარჯვებას. ჩვენი რედაქცია მას წარმატებებს უსურვებს.
ირაკლი გუნია





