
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის პარტაქტივსა და დამკვირებლებს მოუწოდა, რომ რადიკალების პროვოკაციას არ აჰყვნენ, რომელთა მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაა
შანტაჟი, მუქარა, საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა და ე.წ ,,კარუსელის” დატრიალება – რადიკალების ამ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის პარტაქტივსა და დამკვირებლებს მოუწოდა, რადიკალების პროვოკაციას არ აჰყვნენ, რადგან მათი მიზანი 26 ოქტომბრის არჩევნების დღის, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაა.
ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც საუბარია, რომ რადიკალური ჯგუფები ეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ.
მმართველი გუნდი რადიკალებს მოუწოდებს მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
,,ქართულ ოცნება”-ში იმასაც ამბობენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და ისინი არავის არ მისცემენ საშუალებას ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს.
,,მართალ ხალხს, თან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედს, ვერავინ ვერასოდეს, ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერ მოგვერევა”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





