• October

    23

    2024
  • 72
  • 0
„სიენენი“ – აშშ-ში McDonald’s-ში მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ათი მომხმარებელი

„სიენენი“ – აშშ-ში McDonald’s-ში მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ათი მომხმარებელი

„სიენენის“ ცნობით, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, McDonald’s-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში ამ ქსელის რამდენიმე ფილიალში E.coli-თ მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.

მედია აშშ-ის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი ხანდაზმული მომხმარებელი გარდაიცვალა, კიდევ ათი კი ჰოსპიტალიზებულია.

„სიენენის“ ცნობით, სულ დაფიქსირდა მოწამვლის 49 შემთხვევა ათ შტატში. დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კოლორადოსა და ნებრასკაშია.

მოწამვლის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, McDonald’s-ის აქციების ფასი ექვს პროცენტზე მეტით დაეცა. სწრაფი კვების ქსელის ხელმძღვანელობის თქმით, E.coli სავარაუდოდ იყო დაჭრილ ხახვში, რომელიც გამოიყენებოდა „როიალ ჩიზბურგერის“ მოსამზადებლად. როგორც აღინიშნა, ხახვი მიწოდებული იყო კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ემსახურება აშშ-ის სამ სადისტრიბუციო ცენტრს.

ხუთ შტატსა და კიდევ შვიდი შტატის ზოგიერთ რაიონში „როიალ ჩიზბურგერების“ გაყიდვა დროებით შეჩერებულია.​​​​​​​​​​​​​​​​

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor