
ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის სათამაშო სტადიონზე მინდვრის საფარის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის სათამაშო სტადიონზე მინდვრის საფარის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის შესაბამისად, მოედნის ბუნებრივი მწვანე საფარი რულონური სპორტული ბალახით მოეწყობა. სრულად შეიცვლება საფუძველი, სადრენაჟო და საირიგაციო სისტემა.
სამუშაოები საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის UEFA-ს სტანდარტებისა და მოთხოვნების მიხედვით ჩატარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და მმართველი პარტიის ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა გიორგი გახუბიამ დაათვალერეს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება სტადიონის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 203 150 ლარია.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





