• October

    24

    2024
  • 69
  • 0
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება იგეგმება

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება იგეგმება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლება და ხელფასების მატება იგეგმება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, იგეგმება როგორც რაიონებში ახალი განყოფილებებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობების მშენებლობა, ასევე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით აღჭურვა.

„უწყებაში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება, ხელფასების მატება. ბევრი შენობა სავალალო მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, რაიონებში პატარა განყოფილებებია და ახალი უნდა აშენდეს. სახანძრო მიმართულებით დასამატებელია ტექნიკა, სახანძრო მანქანები, მაღალსართულიან შენობებზე სამუშაო კიბეები. რამდენიმე გვაქვს, თუმცა საკმარისი არ არის. ასევე იგეგმება სახანძრო შენობების მშენებლობა. მაგალითად, სულ ახლახან რაჭაში გავხსენით და ძალიან კარგი ახალი შენობაა. გვინდა, ყველა რაიონში იყოს, რადგან სოფელში ვიდრე მანქანა ჩადის, სამწუხაროდ, ზოგჯერ უკვე დამწვარი შენობები გვხვდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor