
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა
გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცესკოს დისკრედიტაციას ეწევა გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია, რომ არჩევნები კანონდებლობისა და პროფესიული თვალსაზრისით მაღალ დონეზე ჩატარდეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავჯდომარე საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აქვე გიორგი კალანდარიშვილი საუბრობს ბოლო პერიოდში იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.
გიორგი კალანდარიშვილის ინფორმახიით, 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 17 000-ზე მეტი დამკვირებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 00-ზე მეტი დამკვირებელი. არჩევნებს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი ჟურნალისტი.
ამომრჩეველთა თითქმის 90%-ს სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





